ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

902997
ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა და მაკრონმა აფრინში მიდინარე  „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაცია, სოჭში გამართული,  სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესი და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არავის ტერიტორიებზე თვალი არ უჭირავთ და ოპერაციის მთავარი მიზანი, რეგიონის PYD-YPG, DEAŞ-ის და სხვა ტერ ორგანიზაციებიდან გათავისუფლებაა. თურქეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას ოპერაციის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და დასძინა, რომ   PYD/YPG-ს ტერორისტები თურქეთის ქალაქ, ჰათაისა და ქილისის მიმართულებით ხშირად ახორციელებენ სარაკეტო თავდასხმებს. ორი ქვეყნის ლიდერი სირიის კრიზისის ჩათვლის ორმხრივი ურთიერთობების და სხვა მრავალი საკითხის მოგვარებაში თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები