ანკარის აფეთქებას ტერორისტულის კვალიფიკაცია ეძლევა

მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

902601
ანკარის აფეთქებას ტერორისტულის კვალიფიკაცია ეძლევა

 

ანკარის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში გუშინწინ საღამოს, საგადასახადო დეპარტამენტის შენობაში მომხდარ აფეთქებას ტერორის კვალიფიკაცია ეძლევა, რადგან, აფეთქების შედეგად ჩატარებულ ძიება ადასტურებს, რომ ეს იყო არა საქვაბის, როგორც ვარაუდობდნენ თავდაპირველად, არამედ, ბომბის მოწყობილობის აფეთქება.

შენობის გარშემო დაყენებული ვიდეო კამერებშიც ნათლად ჩანს, თუ, ეჭვმიტანილი როგორ შედის ხსენებულ შენობაში ბომბიანი ჩანთით და ეს ეჭვმიტანილი დაკავების მცდელობისას წინააღმდეგობის გაწევის გამო ლიკვიდირებულ იქნა.

უკვე დადგენილია ისიც, რომ ამ ეჭვმიტანილმა ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-ს ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ საწვრთნელ ბანაკში გაირა ბომბის დამზადების ტრენინგი და თურქეთში არალეგალური გზით შემოსულა.

ამ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია 8 ეჭვმიტანილი, ხოლო აფეთქების შედეგად დაშავებული 3 კაცი საავადმყოფოდან გაეწერა, აღნიშნულია ანკარის გუბერნიიდან გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები