აფრინელმა ქურთმა ტერორისტებმა ქილისს და ჰატაის 4 რაკეტა ესროლეს

დაიჭრა 3 სამოქალაქო პირი

902210
აფრინელმა ქურთმა ტერორისტებმა ქილისს და ჰატაის 4 რაკეტა ესროლეს

 

ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაციის, PYD/PKK-ს  წევრებმა სირიის აფრინის რეგიონიდან ორ ორი რაკეტა ესროლეს სირიის მოსაზღვრე თურქეთის ქილისის და რეიჰანლის დასახლებებს, რის შედეგადაც 3 სამოქალაქო პირი დაიჭრა.

აქედან 1 რაკეტა ქილისის ერთ ერთ ცენტრალურ პროსპექტზე, მეორე კი სახელმწიფო საავადმყოფოს მახლობლად დაეცა და ორივე რაკეტისგან 3 კაცი დაიჭრა რა, ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში.

რეიჰანლიში კი ერთი რაკეტა ერთ კერძო სახლს, მეორე კი ბაზრის მახლობლად დაეცა და მათგან არავინ არ დაშავებულა. ქურთი ტერორისტების ამ სარაკეტო თავდასხმებს თურქულმა ჰაუბიცებმა უმალ საკადრისი პასუხი გასცეს და მიწასთან გაასწორეს მათი სამიზნეები



მსგავსი ინფორმაციები