განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 811-მდე გაიზარდა

განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 811-მდე გაიზარდა

901842
განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 811-მდე გაიზარდა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია "ზეთისხილის რტოს "ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 811-მდე გაიზარდა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის მე-13 დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, დღესაც 21 ტერორისტი იქნა განეიტრალებული, რითაც PKK- KCK -PYD- YPG და DEAŞ-ის განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 811-მდე გაიზარდა.

აქვე ასევე აღნიშნულია, რომ ამ ტერორგანიზაციების 14 ობიექტი საჰაერო ოპერაციით გაანადგურეს.

თურქეთის შეიარაღებული ძალები განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე აფრინის რეგიონში ოპერაცია "ზეთისხილის რტო" PKK/ KCK/ PYD -YPG  და DEAŞ-ის წევრი ტერორისტების გასანეიტრალებლად და მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის მათი ზეწოლისგან და ძალადობისგან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები