აფრინიდან გატყორცნილი რაკეტები

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა, ტერორისტების გასროლილი რაკეტის შედეგად დაღუპული 17 წლის ფატოშ ავლარის ოჯახს და მიუსამძიმრათ

901129
აფრინიდან გატყორცნილი რაკეტები

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ჰათაის რეიჰანლის რაიონში, PKK/PYD-YPG-ს წევრი ტერორისტების გასროლილი რაკეტის შედეგად დაღუპული 17 წლის ფატოშ ავლარის ოჯახს და მიუსამძიმრათ. აღნიშნა, რომ არ დარჩება აუღებელი უდანაშაულო ადამიანების სისხლი. ტერ-ორგანიზაცია PKK/PYD-YPG-მ გუშინ კვლავ მიზანში ამოიღო სამოქალაქოები. ტერორისტებმა, რომლებმაც ოკუპაციაში მოაყოლეს სირიის აფრინის რეგიონი, 7 რაკეტის ჭურვი ისროლეს ჰათაის რეიჰანლის რაიონზე.

დაიღუპა 17 წლის ახალგაზრდა გოგონა, დაშავდა ერთი ადამიანი. გოგონა დასაფლავებულ იქნა რეიჰანლიში. რაკეტის ერთი ჭურვი ჩამოვარდა დეღირმენ ქარშის უბანში. რეგიონში გაიგზავნა მრავალი პოლიციელი და დამხმარე გუნდი. პირველადი წყაროების ცნობით, არ ჰქონია ადგილი სიკვდილს და დაშავებას. PYD/PKK-ს წევრებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ჰათაის ქირქჰანის რაიონზეც.  აფრინიდან გატყორცნილი რაკეტა დაეცა ფერიშანის უბნის ნულოვანი წერტილის ცარიელ ადგილზე.



მსგავსი ინფორმაციები