თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტი

თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დღეს პირველად გაიმართება პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის თავჯდომარეობით

900395
თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტი

თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დღეს პირველად გაიმართება პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის თავჯდომარეობით.

კანონის განკარგულების გადაწყვეტილებით, თავდაცვის მრეწველობის სამდივნოს პრეზიდენტთან დაკავშირების შემდეგ, პირველი სხდომა ჩატარდება სადილის შემდეგ ბეშთეფეში.

პრეზიდენტის თავჯდომარეობით სხდომას შეუერთდებიან პრემიერი ბინალი ილდირიმი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნურეტინ ჯანიკლი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოულუ და გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ჰულუსი აქარი.

როგორც ვარაუდობენ, დღის წესრიგში ჩადგება ჩრდილოეთ სირიაში წარმართული ზეთისხილის რტოს ოპერაცია და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებული ადგილობრივი და ნაციონალური იარაღები. გარდა ამისა, ადგილი დაეთმობა თავდაცვის მრეწველობის განვითარებისთვის საჭირო ძირითად სტრატეგიებსა და პრინციპებზე, თანამედროვე იარაღების და აღჭურვილობის შესყიდვაზე.



მსგავსი ინფორმაციები