საჰაერო დარტყმები ქურთ სეპარატისტებზე გრძელდება

განადგურებული მათი კუთვნილი კიდევ 8 სამიზნე

899590
საჰაერო დარტყმები ქურთ სეპარატისტებზე გრძელდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციებით, მათმა თანამშრომლებმა ჩრდილოეთ ერაყის იმ რეგიონიდან, სადაც თავს აფარებენ ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას ტერორისტები, თურქ ჯარებზე თავდასხმის მზადების პროცესი დააფიქსირეს, რის კვალდაკვალ ხსენებულ რეგიონზე საჰაერო რეიდი განახორციელეს თურქულმა ბომბდამშენებმა და სეპარატისტების კუთვნილი 8  სამიზნე გაანადგურეს

გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, მათმა სადაზვერვო წყაროებმა ჩრდილოეთ ერაყის ზაპის, ავაშინის, ბასიანის და ჰაქურქის რეგიონებში თურქი ჯარების აქ მოქმედ საკონტროლო საგუშაგოებზე თავდასხმის მომმზადებელი ტერორისტული ჯგუფები დააფიქსირეს და მათი განადგურების მიზნით აფრენილმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს ტერორისტების კუთვნილი თავშესაფრები, ბუნკერები, საცეცხლე წერტები და არსენალები. ამავე ცნობით, თურქულმა ბომბდამშენებმა ეს მორიგი ოპერაციაც წარმატებით დაასრულეს და მშვიდობიანად დაუბრუნდნენ სამხედრო ბაზებს



მსგავსი ინფორმაციები