კანდილისა და ასოსის რეგიონებში საჰაერო ოპერაცია ჩატარდა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ კანდილისა და ასოსის რეგიონებში საჰაერო ოპერაცია ჩატარდა

898923
კანდილისა და ასოსის რეგიონებში საჰაერო ოპერაცია ჩატარდა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე კანდილისა და ასოსის რეგიონებში ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორგანიზაიცა PKK-ს კუთვნილი 11 ობიექტი განადგურდა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში მდებარე PKK-ს კუთვნილ ობიექტებზე თავდასხმები გრძელდება.

სადაზვერვო და სადამკვირვებლო საშუალებებით ერაყის ჩრდილოეთში კანდილისა და ასოსის რეგიონებში სასაზღვრო პუნქტებზე მდებარე პოლიციის განყოფილებასა და ბაზებზე თავდასხმისთვის მზადებაში მყოფი ტერორგანიზაციის წევრები იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც საჰაერო ოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც PKK-ს ტერორისტების თავშესაფრები და საცეცხლე წერტილები იქნა განადგურებული.

ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავები ბაზებზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.



მსგავსი ინფორმაციები