ჩავუშოღლუ: „ვაშინგტონმა არასწორი პარტნიორი აირჩია“

ჩავუშოღლუს სტატია გაზეთ New York Times-ში

899329
ჩავუშოღლუ: „ვაშინგტონმა არასწორი პარტნიორი აირჩია“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკულ გაზეთ, New York Times-ში სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით, „ვაშინგტონმა არასწორი პარტნიორი აირჩია“, რომელშიც იგი ტერ ორგანიზაცია, PYD/PKK-YPG-ს საკითხზე, ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე და ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ზე ამახვილებს ყურადღებას. ჩავუშოღლუ სტატიაში აცხადებს, რომ PKK/PYD-YPG-ს აშშ-ს მთავრობაც ტერ ორგანიზაციად აღიარებს. მისივე თქმით YPG, PKK-ს განსხვავებული სახელია. თურქი მინისტრი სტატიაში ასევე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ  აშშ-ს მთავრობა, PKK/PYD-YPG-ს მიმართ განხორციელებული პოლიტიკით, ნატოსაც ზიანს აყენებს. „ერთ რომელიმე ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმების განმხორციელებელ ტერ ორგანიზაციაზე სხვა ნატოს წევრისაგან იარაღის მიწოდება, თვით, ნატოს ეთიკას ეწინააღმდეგება,“ ხაზგასმით აღნიშნა ჩავუშოღლუმ. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთს, სირიასთან  და ერაყთან   1287 კილომეტრი სიგრძის საზღვარი გააჩნია, ამიტომ ანკარა იძულებული გახდა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე PKK/PYD-YPG და  DEAŞ-ის წინააღმდეგ ოპერაცია დაეწყო. მინისტრის თქმით სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაცია, მათი საზღვრების უსაფრთხოების მიზნით იქნა დაწყებული რა, ყველა სახის ზომებს ატარებენ  იმისათვის რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას და იგი რეგიონის ტერორისტებიდან გაწმენდამდე გაგრძელდება. მან ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის გარეშე ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის დამარცხება შეუძლებელია.



მსგავსი ინფორმაციები