ქურთმა ტერორისტებმა ქილისს რაკეტა ესროლეს
დაშავდა 2 კაცი
898289
დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD/PKK-ს ტერორისტებმა, სირიის აფრინის რეგიონიდან თურქეთის ქალაქ ქილისზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა მოაწყვეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს რაკეტა 5 სართულიანი ბინის სახურავს დაეცა და ამ დროს ერთ ერთ ბინაში მყოფი 2 კაცი დაშავდა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს ქილისის სახელმწიფო საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიციის დამატებითი რაზმები მიავლინეს. აფრინიდან გუშინ საღამოს ქურთმა ტერორისტებმა ჰათაის რეგიონს სამი რაკეტა ესროლეს და მასაც რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია