ქილისის დაბომბილი შენობა თურქმა უფლებამოსილებმა მოინახულეს

დაშავებული 2 კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

898315
ქილისის დაბომბილი შენობა თურქმა უფლებამოსილებმა მოინახულეს

 

დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD/PKK-ს ტერორისტებმა, სირიის აფრინის რეგიონიდან თურქეთის ქალაქ ქილისზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა მოაწყვეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს რაკეტა 5 სართულიანი ბინის სახურავს დაეცა და ამ დროს ერთ ერთ ბინაში მყოფი 2 კაცი დაშავდა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს ქილისის სახელმწიფო საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიციის დამატებითი რაზმები მიავლინეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზარალებული შენობა მოინახულეს ქილისში მყოფმა ვიცეპრემიერმა ჰაქან ჩავუშოღლუმ, იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიტ გულმა, გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ჰულუსი აქარმა და ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მიიღეს. ჰულუსი აქარმა აქვე პასუხი გასცა რა ჟურნალისტების კითხვებს ზეთისხილის რტოს ოპერაციასთან დაკავშირებით, თქვა, რომ ეს ოპერაცია უმოკლეს დროში აფრინის ტერორისტებისაგან განთავისუფლებით დასრულდება. აფრინიდან გუშინ საღამოს ქურთმა ტერორისტებმა ჰათაის რეგიონს სამი რაკეტა ესროლეს და მასაც რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია



მსგავსი ინფორმაციები