ოპერაცია "ზეთისხლის რტო"სთან დაკავშირებული გაერთიანებული შტაბის განცხადება

ოპერაცია "ზეთისხლის რტო"სთან დაკავშირებული გაერთიანებული შტაბის განცხადება

897591
ოპერაცია "ზეთისხლის რტო"სთან დაკავშირებული გაერთიანებული შტაბის განცხადება

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის აფრინის რეგიონში PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ის წევრი ტერორისტების გასანეიტრალებლად, მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის მათი ძალადობისაგან გასათავისუფლებლად დაწყებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში დღემდე PKK/KCK/PYD-YPG-სა და DEAŞ-ის წევრი მინიმუმ 343 ტერორისტი გაანეიტრალეს.   

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვრებისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე აფრინის რეგიონში PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ის წევრი ტერორისტების გასანეიტრალებლად მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის ტერორისტების ძალადობისაგან გასათავისუფლებლად 20 იანვარს 17:00 საათზე დაწყებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დაგეგმილის მსგავსად გრძელდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაცია თურქეთის მიერ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, გაეროს პირობების 51-ე მუხლით მინიჭებული თავდაცვის უფლების გამოყენებით და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე გადაწყვეტილებების ჩარჩოებში, სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით ტარდება.

აქვე ასევე ნათქვამია, რომ ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში სამიზნე მხოლოდ ტერორისტები, მათი თავშესაფრები, საბრძოლო პოზიციები, იარაღი და სატრანსპორტო საშუალებებია და ყველა სახის ზომა ტარდება რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას.

„საჰაერო ძალების მიერ ღამის მანძილზე ჩატარებული საჰაერო ოპერაციის დროს ტერორგანიზაციების PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის კუთვნილი თავშესაფრები, საბრძოლო მასალის საწყობები და საბრძოლო პოზიციები, მთლიანობაში 23 სამიზნე იქნა განადგურებული. ოპერაციაში მონაწილე 13 თვითმფრინავი ბაზებზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.“ - აღნიშნულია განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები