ერდოღანი კატარის ემირს ტელეფონით ესაუბრა

მათ "ზეთოისხილის რტო" სახელწოდების ოპერაციაზე ისაუბრეს

896596
ერდოღანი კატარის ემირს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ქალაქ აფრინში დაწყებული „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით კატარის ემირი, შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანის ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, მათ „ზეთისხილის ოპერაციის“ შესახებ ისაუბრეს.  სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული აღნიშნული ოპერაცია, სირიის ტერიტორიული მთლიანობისთვის და რეგიონის სტაბილურობისათვის აუცილებელი იყო. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა რომ ყველა სახის ზომა ტარდება იმისათვის რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას. კატარის ემირმა კი ერდოღანთან საუბრის დროს დასძინა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თურქეთის გვერდით არიან. პრეზიდენტ ერდოღანმა და კატარის ემირ შეიხ თემიმმა სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში გაღრმავების საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება.



მსგავსი ინფორმაციები