პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს

895980
პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, ლიდერებმა სირიაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე და თურქეთის მიერ აფრინში ტერორისტების წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" შესახებ ისაუბრეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი აღნიშულ ოპერაციას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე და გაეროს პირობების 51-ე მუხლით მინიჭებული თავდაცვის უფლების გამოყენებით და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად ატარებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ყველა სახის ზომა ტარდება იმისათვის, რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიის საკითხის მოგვარებისთვის მცდელობებზე მომდევნო პროცესში ახლო კონტაქტები ექნებათ.

პრეზიდენტი ერდოღანი ასევე ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად აფრინში მიმდინარე ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" შესახებ ისაუბრეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს აფრინის რეგიონის PYD/YPG-ს და დეაშისგან გათავისუფლებას.

მისი თქმით, ეს ოპერაცია, რომლის მიზანიც თურქეთის უსაფრთხოების დაცვაა, მნიშვნელოვანია ასევე სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ერდოღანის განცხადებით, ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ სირიის საკითხზე რუსეთთან კოორდინირებულად მუშაობას.

ლიდერებმა სოჭის სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის წარმატებისთვის და პოლიტიკური მოგვარებისთვის გზის გასახსნელად ერთობლივი მცდელობის გამოჩენის საკითხზე მტკიცე გადაწყვეტილება გამოხატეს.



მსგავსი ინფორმაციები