პრეზიდენტ ერდოღანსა და ტრამპს შორის ხვალ სატელეფონო საუბარი შედგება

პრეზიდენტ ერდოღანსა და ტრამპს შორის ხვალ სატელეფონო საუბარი შედგება

895495
პრეზიდენტ ერდოღანსა და ტრამპს შორის ხვალ სატელეფონო საუბარი შედგება

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გაავრცელა.

ჩავუშოღლუ "საერთაშორისო პარტნიორობა ქიმიური იარაღის გამოყენების დასჯისათვის" თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად ჩასულ პარიზში ამერიკელ კოლეგას რექს ტილერსონს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ უმთავრესად სირიის საკითხი განიხილეს.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის უკმაყოფილება PYD/PKK-სთვის გადაცემული იარაღის და სირიაში ტერორისტებისგან ეგრეთ წოდებული არმიის შექმნის საკითხის გამო.

„(ტილერსონმა) ხაზგასმით აღნიშნა, რომ YPG-ს აქ ფორმირებაში შესვლისათვის მხარდაჭერა არ გაუწევიათ, პოლიტიკური ფორმირების ჩათვლით მხარდაჭერა არ აღმოუჩენიათ. პრეზიდენტები ისედაც ტელეფონით ისაუბრებენ. ბატონ ტრამპს ჩვენს პრეზიდენტთან საუბარი სურს."



მსგავსი ინფორმაციები