პრეზიდენტებს ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტებს ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

895617
პრეზიდენტებს ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად აფრინში მიმდინარე ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" შესახებ ისაუბრეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ოპერაცია აფრინის რეგიონის PYD/YPG ს და დეაშისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

მისი თქმით ეს ოპერაცია რომლის მიზანიც თურქეთის უსაფრთხოების დაცვაა, მნიშვნელოვანია ასევე სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ერდოღანის განცხადებით ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ სირიის საკითხზე რუსეთთან კოორდინირებულად მუშაობას.

ლიდერებმა სოჭის სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის წარმატებისთვის და პოლიტიკური მოგვარებისთვის გზის გასახსნელად ერთობლივი მცდელობის გამოჩენის საკითხზე მტკიცე გადაწყვეტილება გამოხატეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #რუსეთი , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები