ქალინმა ინტერვიუ მისცა BBC-ის

“ზეთისხილის რტო ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ არის მიმართული“

894945
ქალინმა ინტერვიუ მისცა BBC-ის

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ინტერვიუ მისცა BBC-ის თურქულენოვანი რედაქციის თანამშრომელს და შეეხო რა აფრინში ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ დაწყებულ ზეთისხილის რტოს ოპერაციას, თქვა, რომ როგორც კი აფრინი ტერორისტებისაგან გათავისუფლდება, ეს რეგიონი ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაეცემათ.

მისი თქმით, თურქეთს თვალი არ უჭირავს სირიის ტერიტორიაზე და ეს ოპერაცია არა აფრინელების ან სირიელების, არამედ მხოლოდ აქ დაბუდებული ტერორისტების წინააღმდეგ არის მიმართული.

“მარტო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიულმა განშტოება PYD/YPG-მ, ამ რეგიონიდან თურქეთზე 700-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა, ამიტომაც ჩვენ იძულებული ვართ დავიცვათ ჩვენი საზღვრების და მოქალაქეების უსაფრთხოება. მართალია საერთაშორისო თანამეგობრობას კარგად არ ესმის და ვერ ერკვევა სიტუაციაში, მაგრამ, ამასთან ერთად ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ ოპერაციას“, განაცხადა ქალინმა.

მისივე თქმით, ნატო თავის წევრ თურქეთს დიდად არ ეხმარება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ აპირებენ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას. იგი შეეხო აშშ-ს შეშფოთებას ოპერაციის ხანგრძლივობაზე და თქვა, რომ ვაშინგტონიც თავის დროზე ანკარას შეჰპირდა, რომ ქურთი ტერორისტები მათი მხრიდან ოკუპირებულ სირიის ქალაქ მენბიჩს მალე დასტოვებდნენ, მაგრამ, მას შემდეგ წელიწად ნახევარი გავიდა, მაგრამ, PYD/YPG-ს ტერორისტები ამ ქალაქიდან ჯერაც არ გასულან.

ქალინი სოჭის შეკრებასაც შეეხო და თქვა, რომ არ სურთ მასში ქურთი ტერორისტების მონაწილეობა, რადგან, ისინი არ წარადგენენ სირიაში მცხოვრებ ქურთებს



მსგავსი ინფორმაციები