ერდოღანმა Twitter-ით მესიჯი გაავრცელა

მან “ზეთისხილის რტოს“ ოპერაცია შეფასა

894790
ერდოღანმა Twitter-ით მესიჯი გაავრცელა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა, Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში ზეთისხილის რტოს ოპერაცია შეფასა და აღნიშნა, რომ სანამ რეგიონი და თურქეთი ტერორისტულ საფრთხეს არ აიცილებენ, მანამდის გაგრძელდება ეს ოპერაცია.

“უკვე რამდენი წელია რაც ამ რეგიონიდან თურქეთს თავს ესხმიან ქურთი ტერორისტები და ამ თავდასხმების საბოლოო განეიტრალებაში ჩვენ კატეგორიულები ვართ და უკან ნაბიჯს არ გადავდგამთ. თურქეთს არავის ერთ გოჯ მიწაზე თვალი არ უჭირავს. ამ ოპერაციით ჩვენი ძირითადი მიზანია, თურქეთის უსაფრთხოებასთან ერთად ხელი შევუწყოთ როგორც სირიელი ხალხის სიცოცხლისა და ქონებრივი უფლებების დაცვას, ასევე სირიის ტერიტორიულ მთლიანობასაც. იდლიბსა და აფრინში მშვიდობისა და უსაფრთხო ატმოსფეროს დამყარების შემდეგ ასობით ათასი სირიელი, უკან, თავიანთ მშობლიურ  კერებს დაუბრუნდებიან და სამოქალაქო ომის შედეგად შეწყვეტილ მშვიდობიან ცხოვრებას საკუთარ სახლებში გააგრძელებენ“, აღნიშნულია ერდოღანის მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები