ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ და თურქეთის მიზნები

12 მუხლიან სიაში განსაკუთრებით აფრინის ადგილმდებარეობაზეა ყურადღება გამახვილებული

894062
ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ და თურქეთის მიზნები

პრემიერმინისტრის საჯარო დიპლომატიის კოორდინაციის სამსახურმა სირიის აფრინის რეგიონში PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ის წევრი ტერორისტების გასანეიტრალებლად, მოძმე და მეგობარი რეგიონის ხალხის ზეწოლისა და ძალადობისგან გასათავისუფლებლად დაწყებული ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ და თურქეთის მიზნები დაასახელა.

12 მუხლიან სიაში განსაკუთრებით აფრინის ადგილმდებარეობაზეა ყურადღება გამახვილებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორგანიზაციების სირიის აფრინის რეგიონში ყოფნა, კილისისა და ჰათაის ტერორგანიზაციების საცეცხლე მანძილზე მდებარეობას ნიშნავს.

აფრინის ოპერაციით თურქეთის სასაზღვრო პროვინციების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი.

წინ აღუდგებიან PYD/PKK-ს ამანოსის მთებიდან თურქეთში შემოღწევას.

ოპერაციით ამასთანავე სრულად იქნება აღკვეთილი PKK-ს მიზანი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე იქედან კი მსოფლიოში გავიდეს.  

ასევე შეწყვეტენ აშშ-ს მიერ ტერორგანიზაციების მხარდაჭერას.

ოპერაცია ევფრატის ფარის გაგრძელებით გზა გაეხსნება მშვიდობიანი მოსახლეობის თავიანთ სახლებში დაბრუნებას.

ოპერაციის მოტივებს შორისაა ასევე თურქეთის არაბულ სამყაროსთან გეოგრაფიული კავშირის შეწყვეტის შესაძლებლობის აღმოფხვრა.



მსგავსი ინფორმაციები