ჰულისი აქარი სამხედრო ძალების სარდლებთან ერთად ჰათაიში ჩავიდა

გაერთიანებული შტაბის მეთაური, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი, ოპერაცია "ზეთისხილის ტოტის" ფარგლებში  ჰათაის რეგიონში ჩავიდა

893920
ჰულისი აქარი სამხედრო ძალების სარდლებთან ერთად ჰათაიში ჩავიდა

გაერთიანებული შტაბის მეთაური, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი, ოპერაცია "ზეთისხილის ტოტის" ფარგლებში  ჰათაის რეგიონში ჩავიდა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, არმიის გენერალ აქართან ერთად ჰათაიში ჩავიდა სახმელეთო ძალების სარდალი, არმიის გენერალი იაშარ გულერი, საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე ადმირალი ადნან ოზბალი და საჰაერო ძალების სარდალი, არმიის გენერალი ჰასან ქუჩუქაქიუზი.

ჰულუსი აქარის განცხადებით, ოპერაცია ტერორგანიზაციების PKK/KCK/PYD-YPG და დეაშის განეიტრალების მიზნით ტარდება და დაამატა: "თურქეთის შეიარაღებული ძალები ოპერაციას გაეროს შეთანხმების 51-ე მუხლის "თავდაცვის უფლების" და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის გადაწყვეტილებების ფარგლებში საერთაშორისო სამართლის მიერ მინიჭებული უფლებების შესაბამისად ახორციელებს, ოპერაციის დროს მხოლოდ ტერორისტების სამიზნეები იბომბება, ყველა სახის ზომა ტარდება იმისათვის რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას."

მისივე თქმით, ოპერაცია სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით ტარდება და ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის ტერორისტების ზეწოლისგან და ძალადობისგან გათავისუფლებაა.

არმიის გენერალმა აქარმა ოპერაციის ფარგლებში გამოჩენილი გმირობის და თავგანწირვის გამო პერსონალს მიულოცა და წარმატებები უსურვა.



მსგავსი ინფორმაციები