საგარეო უწყებამ აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით სირიას ნოტა გაუგზავნა

საგარეო უწყებამ აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით სირიას ნოტა გაუგზავნა

893056
საგარეო უწყებამ აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით სირიას ნოტა გაუგზავნა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტამბოლის წარმომადგენლობის საშუალებით სირიის სტამბოლის საკონსულოს ოპერაცია "ზეთისხილის ტოტთან" დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა.

თურქეთის გაეროში მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს როტაციულ თავმჯდომარე ყაზახეთის წარმომადგენლობას ოპერაციის მიზანსა და იურიდიულ დასაყრდენზე წერილობითი ინფორმაცია მიაწოდეს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების აშშ-ს, რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და ჩინეთის თურქეთში მისიის ხელმძღვანელები აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაწოდებლად საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.



მსგავსი ინფორმაციები