ერდოღანი: „აფრინის ოპერაცია რეალურად დაიწყო და იგი მუნბიჩით გაგრძელდება“

ერდოღანი: „აფრინის ოპერაცია რეალურად დაიწყო და იგი მუნბიჩით გაგრძელდება“

892794
ერდოღანი: „აფრინის ოპერაცია რეალურად დაიწყო და იგი მუნბიჩით გაგრძელდება“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, ქუთაჰიაში სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მე-6 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ აფრინის ოპერაცია რეალურად დაიწყო და იგი მუნბიჩით გაგრძელდება.  ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს სირიის ფრთას ხშირად სახელს უცვლის და ამით მის  ლეგიტიმურობას ცდილობს. „მათი აზრით, სირიაში რაღაცნაირ თამაშს თამაშობენ. მათ ჰგონიათ, რომ ტერ ორგანიზაციაზე სახელის შეცვლით მიზნებს მიაღწევენ. ჩვენთვის აზრი არ აქვს რა სახელით იქნება ტერ ორგანიზაცია. თქვენ რაც არ უნდა შეარქვათ ამ ტერ ორგანიზაციებს მათი სახელი PKK,  PYD და  YPG-ა“, განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, სირიაში არსებული ზემოთხსენებული ტერ ორგანიზაციები ევროკავშირის მიერ ტერ ორგანიზაციად აღიარებული,  პკკ-ს განშტოებებია. მან ასევე, აშშ-ს მხრიდან PYD/YPG-ს საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსაც შეეხო და დასძინა, რომ ეს მათთვის მიუღებელია. „მათ, თურქის ხსენებაზე მგონი მხოლოდ ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის, (FETÖ) წევრები მოსდით აზრად, რომლების გამოყენებაც მათთვის ადვილი იყო. ასევე მათ ჰგონიათ, რომ რეგიონში ყველა, პკკ-ს მსგავსი პიონები არიან, რომლებსაც ფულის გადახდის შემთხვევაში როგორც უნდათ ისე იყენებენ. მაგრამ ერთ დღეს გაიგებენ, რომ ტერ ორგანიზაციებზე ნდობა არ შეიძლება და ამ რეგიონში პარტნიორობა მხოლოდ, თურქეთთან არის შესაძლებელი,“ განაცხადა ბოლოს ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები