ერდოღანმა და მაკრონმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ერდოღანმა საფრანფეთი FETÖ-ს და PKK-ს საკითხთან დაკავშირებითაც გააფრთხილა

882767
ერდოღანმა და მაკრონმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

 

პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა, ერთ დღიანი ვიზიტით ჩასულ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კავშირი მუდმივად დროის გაყვანას ცდილობს და ამ პროცესმა თურქეთის მთავრობა და ხალხი სერიოზულად დაღალა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთმა, თურქეთმა და იტალიამ ეროვნული თავდაცვის რაკეტების შექმნის საკითხზე EUROSAM კონსორციუმის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბროლის საკითხში დეაშ-თან ბრძოლას გააგრძელებს და დაამატა: „ახლა ჩვენს მეგობრებს მივმართავ, ამავე ფორმით PYD/YPG, სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ს განშტოებაა. ამათ წინააღმდეგ ასეთივე ბრძოლა ჩვენთან ერთად უნდა წარმართოთ.  სამწუხაროდ ზოგ ჩვენ მეგობარს ჰგონია, რომ ამ საკითხზე ისევ YPG-ს და PYD-ს გვერდით აყვანით დეაშ-ის წინააღმდეგ იბრძვის. მაშინ როცა, დეაშის წინააღმდეგ ახალ-ახალი გეგმები მზადდება. ამ საკითხზე ჩემის აზრით, ფხიზლად ყოფნა, დაზვერვის ორგანიზაციების ერთმანეთთან თანადგომა, ინფორმაციების გაცვლა უფრო მაღალ დონეზე უნდა იქნეს აყვანილი.“ თურქეთის პრეზიდენტმა საფრანგეთი ასევე ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) და PKK-ს საკითხთან დაკავშირებითაც გააფრთხილა და დასძინა: „საფრანგეთში FETO-ს წევრების მიმართ მგრძნობელობას ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ. ისინი აქ სხვადასხვა ფონებით და ორგანიზაციებით ინსტიტუციონალიზებულები არიან. ამ საკითხთან დაკავშრებით  თუ ყურადღებით არ ვიქნებით, სამომავლოდ შეიძლება პრობლემები წარმოქმნას.“ ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს  იერუსალიმის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობის   გაგრძელებას აპირებენ. სირიის საკითხთან დაკავშირებით კი ერდოღანმა ასე განაცხადა: „ჩვენი გამოსავალი ასადის გარეშე სირიაა, სადაც ხალხი დემოკრატიული გზით აირჩევენ საკუთარ მმართველებს. ჩვენ კი სირიელი ემიგრანტებისადმი დახმარების გაგრძელებას სამომავლოდაც ვაპირებთ.“ თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ს მხრიდან ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-ათვის მიწოდებული იარაღის საკითხი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მაკრონმა კი ერთობლივი პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ პალესტინის და სირიაში დეაშის პრობლემის მოგვარების შემდეგ სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე თურქეთთან ერთად მუშაობა სურთ.



მსგავსი ინფორმაციები