თურქეთმა მწვავე რეაქცია გამოხატა ისრაელის პარლამენტში მიღებულ კანონპროექტზე

თურქეთმა, იერუსალიმის ზოგიერთ რეგიონზე უარის თქმისთვის „80 დეპუტატის თანხმობის სავალდებულოდ გახდომის კანონპროექტის“ ისრაელის პარლამენტში მიღებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა

882108
თურქეთმა მწვავე რეაქცია გამოხატა ისრაელის პარლამენტში მიღებულ კანონპროექტზე

თურქეთმა, იერუსალიმის ზოგიერთ რეგიონზე უარის თქმისთვის „80 დეპუტატის თანხმობის სავალდებულოდ გახდომის კანონპროექტის“ ისრაელის პარლამენტში მიღებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ისრაელის პარლამენტში მიღება, რომელიც იერუსალიმის ზოგიერთ რეგიონზე უარის სათქმელად 80 დეპუტატის თანხმობას სავალდებულოს ხდის და გამყოფი კედელის მიღმა ზოგიერთი პალესტინური უბნის ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ ცალკე მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში შეყვანის შესაძლებლობას იძლევა, სახიფათოა და უარყოფენ ისრაელის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს.

სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ გადადგმული ეს არალეგალური ნაბიჯები 13 დეკემბერს სტამბოლში გამართულ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სამიტის საბოლოო განცხადებას და გაეროს გენერალური ასამბლეის ნომერ 10/19 გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროეტის ისრაელის პარლამენტში მიღება სამშვიდობო პროცესის შემაფერხებელი და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ზიანის მიმყენებელი ნაბიჯებია.

განცხადების მიხედვით ისრაელის მიერ გადადგმული ეს არალეგალური ნაბიჯი, იერუსალიმის ისტორიული და იურიდიული სტატუსის შეცვლის არ აღიარების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების ნებას ეწინააღმდეგება და ისრაელის ეს ნაბიჯები სახიფათო მიაჩნიათ და მას არ ეთანხმებიან.  



მსგავსი ინფორმაციები