მრავალპოლარულ სამყაროში აფრიკასთან კავშირის დამყარება

აფრიკა იმსახურებს მსოფლიო არენაზე თანაბარი დონის პარტნიორად მოპყრობას. დღეს კონტინენტს ახალ ფორმებში ექსპლოატაცია კი არა, მშვიდობა, სამართლიანობა და სტაბილურობა სჭირდება

880736
მრავალპოლარულ სამყაროში აფრიკასთან კავშირის დამყარება

მრავალპოლარულ სამყაროში აფრიკასთან კავშირის დამყარება

აფრიკა იმსახურებს მსოფლიო არენაზე თანაბარი დონის პარტნიორად მოპყრობას. დღეს კონტინენტს ახალ ფორმებში ექსპლატაცია კი არა, მშვიდობა, სამართლიანობა და სტაბილურობა სჭირდება.

აფრიკა არის დიდი კონტინენტი, სადაც ერთი პარტნიორობის მოდელს არ შეუძლია იმოქმედოს. აფრიკასთან კავშირის დამყარება, მულტიპოლარულ სამყაროში ძალზედ  მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს. თურქეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში აფრიკასთან ამ პრინციპის გათვალისწინებით დაკავშირებას ცდილობს.

აფრიკის ქვეყნები კვლავაც ებრძვიან კოლონიალიზმის მემკვიდრეობას, სამოქალაქო ომებს, ტერორიზმს, კორუფციას, ინფრასტრუქტურის ნაკლებობას, განვითარებისა და გარემოსდაცვით პრობლემებს და სხვა გამოწვევებს, მაგრამ მათ ასევე გააჩნიათ უზარმაზარი პოტენციალი მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ახალგაზრდა და დინამიური მოსახლეობით და ღიაობით მსოფლიოსთვის. მას შემდეგ, რაც თურქეთმა 2005 წელს "აფრიკაში გასვლის" პოლიტიკა დაიწყო, ამ დინამიკაზე ყურადღება გაამახვილა და მის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

ამის ყველაზე ტიპიური მაგალითია თურქეთის მიერ სომალისთან დამყარებული ურთიერთობები. თურქეთის განვითარების მოდელმა სომალისთვის იმუშავა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნაში ძალადობის აღმოფხვრისა და გარკვეული წესრიგის, პოლიტიკური წარმომადგენლობისა და კეთილდღეობის დამყარების ძალისხმევაში.

სომალი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ტერორიზმს, სიღარიბესა და ძლიერი ცენტრალური მთავრობის არარსებობას ებრძვის, იგი უკეთესადაა ვიდრე ხუთი წლის წინ იყო. თურქეთის მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებმა სერიოზული ინვესტიციები ჩადეს სომალიში, რათა სომალელები მყარად დადგნენ ფეხზე.

გასული ათწლეულის მანძილზე თურქეთმა თავისი საელჩოების რაოდენობა აფრიკაში 12-დან 39-მდე (2018 წელს 41-მდე გაიზრდება) გაზარდა და გასევე 5-ჯერ 6-ჯერ გაზარდა სავაჭრო მოცულობა. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აფრიკის 24 ქვეყანა მოინახულა და ორჯერ გამართა თურქეთ-აფრიკის სამიტი.

ეკონომიკურ ვითარებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბევრი აფრიკული ქვეყანა, რომლებსაც მდიდარი ბუნებრივი რესურსები აქვთ, სიღარიბესა და ნაკლებ განვითარებას ებრძვის. კონტინენტის ბოლოდროინდელი მსოფლიო ბანკის ანალიზში ნათქვამია: "რეგიონის ეკონომიკური ზრდა კრიზისამდე არსებულის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია და საერთო ეკონომიკური ვითარება ისევ რისკის მატარებელია. ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპის 2016/17-ში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალზე ასახვა ნელი იქნება და საერთო კეთილდღეობის ან სიღარიბესთან ბრძოლის გაზრდის მსგავსი მიზნების მისაღწევად არასაკმარისი იქნება." თუმცა, ამავე ანგარიშში ასევე აღნიშნულია: "სუბსაჰარული აფრიკის საქმიანობაში მოსალოდნელია სტაბილური გამოსწორება. სასაქონლო ფასებისა და შიდა მოთხოვნილებების ეტაპობრივი ზრდით ინფლაციის შემცირებით და  მონეტარული პოლიტიკის გამარტივებით 2018 წელში ეკონომიკური ზრდა 3.2% -მდე და 2019 წელს კი 3.5% - მდე გაიზრდება."

არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ მომავალ წლებში აფრიკის ეკონომიკა უკეთესი არ გახდეს. გლობალური ეკონომიკის სიმძიმის ცენტრი არადასავლურ სამყაროზე გადადის, აფრიკის ქვეყნების ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის შესაძლოა ახალი შესაძლებლობები შეიქმნას. თუ ეროვნულ პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავენ და დისციპლინით იმუშავებენ, გლობალური ვაჭრობა და ინვესტიცია შეიძლება აფრიკული ქვეყნების სასარგებლოდ ამუშავდეს.

პრეზიდენტი ერდოღანი ამ კონტექსტში ამ კვირას აფრიკის სამ ქვეყანას სუდანს, ჩადს და ტუნისს ეწვია. ვიზიტი პირველი იყო თურქეთიდან ამ ქვეყნებში პრეზიდენტის დონეზე და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ვიზიტის დროს სხვადასხვა დარგში რამდენიმე ათეული შეთანხმება იქნა ხელმოწერილი.

სუდანში გამართულ დახვედრის ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა და ეს იყო მიღება, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების სურვილი გამოიხატა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ხარტუმის გარდა ასევე მოინახულა პორტ სუდანი და სავაკინის კუნძული, რომელსაც საუკუნეების მანძილზე  აფრიკაში ჰაჯები პორტად იყენებდნენ. თურქეთის თანამშრომლობა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA) აღადგინა კუნძულის ორი მეჩეთი და პორტის შენობა და ახლა კი ბევრი პროექტის განხორციელებას გეგმავს. სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, თურქეთი სუდანში დიდი სოფლის მეურნეობის ინიციატივის დაწყებას ისახავს მიზნად.

მსგავსი რამ მოხდა ჩადში ვიზიტის დროსაც, სადაც დაახლოებით 150 თურქი ბიზნესმენი შეხვდა მათ კოლეგებს დასაინვესტიციო შესაძლებლობები შეისწავლა. ჩადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და სხვადასხვა დონეზე კონსტრუქციული და მდგრადი დახმარება სჭირდება.

ტუნისში, რომელთანაც თურქეთს აქვს ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული ურთიერთობები, ოფიციალურ შეხვედრებზე განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონალური პოლიტიკური საკითხები, მათ შორის იერუსალიმის, კატარის და სპარსეთის ყურის სხვა  ქვეყნებს შორის ურთიერთობი. თურქეთმა და ტუნისმა დაადასტურეს თავიანთი პარტნიორობა ამ და სხვა რეგიონულ საკითხებში. თურქეთი ჟასმინის რევოლუციის დასაწყისიდან ტუნისის გვერდით იდგა როგორც საკრედიტო ხაზების, უსაფრთხოების პერსონალის გაწვრთნით და სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის ქვეყნებმა საკმაოდ დადებითი როლი შეასრულეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაც უარყოფს აშშ-ის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადოს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან აფრიკის ქვეყნები თავად იყვნენ კოლონიალიზმის, ოკუპაციის, აპარტეიდისა და კოლექტიური დასჯის მსხვერპლნი უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დაპალესტინის ხალხის ტანჯვის გაგება ყველაზე კარგად მათ შეუძლიათ. სხვა საკითხებთან ერთად, პალესტინის საკითხთან დაკავშირებული ზოგადი აფრიკული ხედვა ცხადყოფს, რომ აფრიკული ქვეყნები რეგიონულ და გლობალურ საკითხებს მოკლევადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების მიღმა სამართლიანობისა და სინდისის მკაფიო გრძნობით უყურებენ.

აფრიკა, გაცილებით უფრო დახვეწილი და მრავალშრიანია, ვიდრე იგი ერთი შეხედვით ჩანს. იგი მსოფლიო არენაზე თანაბარ პარტნიორად განხილვას იმსახურებს. ის, რაც მას სჭირდება, მშვიდობა, სამართლიანობა და სტაბილურობაა და არა ექსპლუატაციის ახალი ფორმები.  მსოფლიო ხელახლა აღმოაჩენს აფრიკას, აფრიკა კი მსოფლიოსთვის გაიხსნება. ამ პროცესმა ურთიერთ ნდობაზე, პარტნიორობასა და ინტერესებზე დამყარებული ურთიერთობა ინდა წარმოქმნას. ეს არის გზა მრავალპოლარულ სამყაროში აფრიკასთან კავშირის დამყარებისა.

გაზეთ DailySabah-ში 29.12.2017 წელს გამოქვეყნებული პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაიმ ქალინის სტატია

 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აფრიკა , #იბრაიმ ქალინი

მსგავსი ინფორმაციები