ბექირ ბოზდაღმა ირანში მიმდინარე აქციები შეაფასა

ბექირ ბოზდაღმა ირანში მიმდინარე აქციები შეაფასა

880825
ბექირ ბოზდაღმა ირანში მიმდინარე აქციები შეაფასა

თურქეთის მთავრობის პრესსპიკერმა  და ვიცეპრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა ირანში მდინარე ანტისამთავრობო აქციები შეაფასა და განაცხადა, რომ აქციების შედეგად შექმნილი ქაოსი რეგიონის ქვეყნებისთვისაც საზიანოა. ბოზდაღმა ირანში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და დასძინა, რომ თურქეთი მოვლენებს ახლოდან აკვირდება. „თურქეთი, ირანში მშვიდობას და სტაბილურობას უჭერს მხარს. ირანის მშვიდობა და სტაბილურობა, როგორც ირანელი ხალხისათვის ასევე რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია. ქვეყანაში მოსალოდნელი ნებისმიერი სახის ქაოსით, როგორც ირანელი ხალხი ასევე რეგიონიც დაზარალდება.  თურქეთი გარე ძალების ან ნებისმიერი სახის ძალადობით მთავრობის შეცვლას, ან კიდევ ახალი მთავრობის მოყვანას ყოველმხრივ ეწინააღმდეგება,“ ნათქვამია ბოზდაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები