ჩავუშოღლუმ DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ორი ქვეყნის ურთიერთობები შეაფასა

880044
ჩავუშოღლუმ DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ორი ქვეყნის ურთიერთობები შეაფასა.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ურთიერთობებში გასული წლის პირველი სამი კვარტალი კარგი არ იყო თუმცა შემდეგ გარკვეული წინსვლები დაფიქსრიდა და დაამატა: „განსაკუთრებით (საგარეო საქმეთა მინისტრი) ზიგმარ გაბრიელთან კარგი დიალოგი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ორივე მხარე მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. ველი რომ 2018 წელი უკეთესი იქნება... ჩვენი მხარე კრიზისს ვერ ხედავს. თურქეთს გერმანიასთან კრიზისი არ აქვს. მაგრამ გერმანიას თურქეთთან პრობლემა აქვს და გერმანია ხელიდან არ უშვებს თურქეთზე თავდასხმის შესაძლებლობას. ამასთანავე თურქეთისა და ერდოღანის შეურაცხყოფის საკითხზე სახიფათო ტენდენცია აქვს. ეს სასარგებლო სულაც არ არის. არ მჯერა, რომ ეს პრეზიდენტს აწუხებს მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებს ზიანს აყენებს. ორივე მხარეზე სიძულვილს აღვიძებს. რატომ უნდა მქონდეს გერმანიასთან პრობლემა? გულწრფელ პასუხს ველოდები კითხვაზე გერმანიას ისევ თურქეთთან რატომ აქვს პრობლემა?“

თურქეთში დაკავებულ გერმანიის მოქალაქეების მდგომარეობაზე დასმულ შეკითხვაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა: „ხელისუფლება სასამართლო საქმეში ვერ ერევა. საბოლოოდ დამოუკიდებელი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. ნახეთ გერმანიაში ციხეებში ორი ათასი თურქია. თურქეთმა ეს ურთიერთობებში პრობლემად აქცია?... მაგრამ თურქეთში ვისაც აკავებენ ან პრობლემა ექმნება, გერმანიაში გმირი ხდება. რატომ? გერმანია მსოფლიოში ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დამცველია? არა. მე შემიძლია ათასობით მაგალითი მოგიყვანოთ გერმანიაში ადამიანის უფლებების დარღვევისა... რასისტულმა პარტიამ ხმების 13% აიღო. რასიზმი, დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა გერმანიაში იზრდება. ეს ნახეთ ბოლო არჩევნებზე. გერმანია ამას უნდა მიხვდეთ: თუ გერმანია ჩვენკენ ერთ ნაბიჯს გადმოდგამს ჩვენ გერმანიისკენ ორ ნაბიჯს გადავდგამთ. ეს სისუსტე არ არის, პირიქით გულიდან წამოსული რამ არის. მაგრამ თუ გერმანია თურქეთს დაემუქრება, თურქეთი ამის საწინააღმდეგოდ რაც საჭიროა გააკეთებს.“



მსგავსი ინფორმაციები