ილდირიმი: „2018 წელში ტერორიზმი ნაკლებად განხილვის თემა იქნება“

ილდირიმი: „2018 წელში ტერორიზმი ნაკლებად განხილვის თემა იქნება“

879356
ილდირიმი: „2018 წელში ტერორიზმი ნაკლებად განხილვის თემა იქნება“

თურქეთის პრემიერმინისტრ, ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ 2018 წელში თურქეთში ტერორიზმის საკითხი ნაკლებად განსახილველი თემა იქნება. მან ამის შესახებ  პოლიციის შტაბის საკოორდინაციო ცენტრის მონახულების დროს განაცხადა. „რაღაცის შესახებ წარმატების მისაღწევად პირველ რიგში რწმენაა საჭირო. ჩვენ ორგანიზაციას ამისი სჯერა და ამისათვის შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს. კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიცია, ჟანდარმერია და სხვა უსაფრთხოების სამსახური ერთიმეორესთან მჭიდრო კავშირშია. ეს კი დადებითი შედეგის საწინდარია. თუ ჩვენ ერთიმეორეს ინფორმაციას დავუმალავთ და  ჩვენს შორის კავშირი გაწყდება, ამის საფასურს მხოლოდ პოლიციის სამმართველო კი არა მთელი ხალხი გადაიხდის,“ განაცხადა პრემიერმინისტრმა. მან კიდევ ერთხელ 2016 წლის  15 ივლისის მოვლენების  და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის  დროს დაღუპულების სულები მოიხსენია და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები