თურქეთმა საბერძნეთის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა საბერძნეთის გადაწყვეტილება დაგმო

879027
თურქეთმა საბერძნეთის გადაწყვეტილება დაგმო

ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მხრიდან 2016 წლის 15 ივლისის, თურქეთში განხორციელებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საბერძნეთში გაქცეული 8 პუტჩისტიდან, რომლებმაც ათენს პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვეს და მათგან ერთს  პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა, თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა. საკითხთან დაკავშირებით  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „საბერძნეთმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი პუტჩისტების მფარველი ქვეყანაა. საბერძნეთმა ტერორიზმის და დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ჩვენი მეზობელი და მოკავშირე ქვეყანა თურქეთის გვერდით არ დადგა რა, აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური მიზნითაა მიღებული,  ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებში  თანამშრომლობაზე დიდი გავლენას მოახდენს.“

მეორეს მხრივ ვიცეპრემიერმა ჰაქან ჩავუშოღლუმაც გააკრიტიკა საბერძნეთის გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ FETÖ არა მხოლოდ თურქეთის არამედ მსოფლიოსათვის საშიში და სახიფათო  ტერ ორგანიზაციაა. „2016 წლის 15 ივლისის 250 შეჰიდის მყოლ თურქეთის ნაცლად, ტერ ორგანიზაციის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას მკაცრად ვგმობ. მათ მიერ გათავისუფლებული ყველა ფეტოს წევრი ბერძენი ხალხის და საბერძნეთის მთავრობისთვის სახიფათოა,“ ნათქვამია ჰაქან ჩავუშოღლუს განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები