კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ 1 კაცი დააკავეს

ამჯერად გამოფენის ორგანიზატორი დააკავეს

878010
კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ 1 კაცი დააკავეს

გასულ წელს, რუსეთის ანკარის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე ერთ ერთ საგამოფენო დარბაზში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის საქმის ძიებასთან დაკავშირებით, ამ გამოფენის ორგანიზატორი, მუსტაფა თიმურ ოზქანი, ანკარის პოლიციის დეპარტამენტის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს რა, დაკითხვის შემდეგ იგი “წინასწარ დაგეგმილ დანაშაულში მონაწილეობის“ ბრალდებით სასამართლოზე წარადგინეს.

ანკარის მორიგე მაგისტრმა სასამართლომ მას აღკვეთის სახით პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.

ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ადგილზევე დაიღუპა. ამ საქმესთან დაკავშირებით აქამდე 4 ეჭვმიტანილია დაკავებული და მათგან სამი პოლიციელია



მსგავსი ინფორმაციები