ერდოღანმა აფრიკის ტურნედან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა აფრიკის ტურნედან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან აქტუალური საკითხები შეაფასა

878445
ერდოღანმა აფრიკის ტურნედან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა აფრიკის ტურნედან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან აქტუალური საკითხები შეაფასა.

ერდოღანმა დასავლურ მედიაში მის „სუნიტი მუსლიმების ლიდერად“ შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ფაქტს სუნიზმის და შიიზმის საკითხის მიღმა უნდა შევხედოთ. ჩვენ არ ვიქნებით იქ, სადაც სუნიტების ან შიიტების დისკრიმინაცია ხდება. ჩვენ არ გვავს რელიგია სუნიზმი ან შიიზმი. ჩვენ ერთი რელიგია გვაქვს და ის ისლამია. ჩვენ ვალდებულები ვართ ის გავაკეთოთ, რასაც ისლამი გვეუბნება. ჩვენ ისედაც „სუნიტებად“ და „შიიტებად„ დაგვყვეს. იმისათვის, რომ ამგვარ თამაშებზე არ წამოვეგოთ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.“

ერდოღანი ასევე შეეხო იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ მოვლენებსაც და დასძინა: „თურქეთის როტაციული თავმჯდომარეობით ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 13 დეკემბერს სტამბოლში გამართულ საგანგებო სამიტზე წარმომადგენლობის კუთხით უფრო მეტად მაღალი მონაწილეობის დონე იყო შესაძლებელი... მაგრამ საერთო ჯამში სამიტში მონაწილეობა მაინც საკმაოდ კარგი იყო. მაგალითად, საუდის არაბეთმა სამიტში მონაწილეობა ისლამის საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღო. ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლობა უფრო კარგი იქნებოდა. ეს საქმე შესაძლოა უფრო განსხვავებული კუთხით წავიდეს. მაგალითად შესაძლოა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეფორმირება მოხდეს... ამ ორგანიზაციამ ფუნქცია უფრო ძლიერად უნდა შეასრულოს. ითო-ს გაეროში სიტყვის თქმის ძალა უნდა ჰქონდეს. მსოფლიოში დამოუკიდებელთა ბლოკი არსებობს და მადლობა მათ, სტამბოლში გამართულ სამიტში მონაწილეობა მიიღეს. მცირე ხარვეზის მიუხედავად მგრძნობიარედ მოიქცნენ. ევროკავშირშიც მცირე ხარვეზი მოხდა, მაგრამ პროცესს მხარი დაუჭირეს.“

თურქეთის პრეზიდეტმა ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკა 2017 წელში 7%-ით გაიზრდება.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის ჩრდილოეთში აშშ-ს და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მხარდაჭერით ტერორის დერეფნის შექმნის მცდელობაა და დაამატა: „სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს სირიის განშტოება  YPG და PYD-სთან დაკავშირებით ჩვენ იქ ტერორის დერეფნის შექმნას ვერ დავუშვებთ. ერთ ღამეს მოულოდნელად რაც საჭიროა გაკეთდება.“



მსგავსი ინფორმაციები