ერდოღანის პრესკონფერენცია ტუნისში

ერდოღანის პრესკონფერენცია ტუნისში

876982
ერდოღანის პრესკონფერენცია ტუნისში
erdogan-es-sibsi.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აფრიკის ტურნეს ფარგლებში ტუნისში ჩავიდა რა, თავისი ტუნისელი კოლეგა, ბეჟი კაიდ ეს–სებსი,  მას პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ცერემონიალით დახვდა.  ორი ქვეყნის ლიდერს შორის პირისპირი და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-ტუნისს  ურთიერთობაზე და რეგიონალურ საკითხებზე იქნა ყურადღება გამახვილებული. „ჩვენ ტუნისის სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას და სხვა ყოველმხრივ განვითარებას საკუთარი ქვეყნის განვითარების მსგავს ვანიჭებთ მნიშვნელობას. თურქულ კერძო სექტორს, ტუნისში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოვუწოდებთ,“ განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს.  თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ანკარა, ტუნისს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს და ასე გააგრძელებს სამომავლოდაც. მან ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული მხარდაჭერისათვის თავის ტუნისელ კოლეგას მადლობაც გადაუხადა. ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ იერუსალიმის საკითხის მსგავსად, თურქეთი და ტუნისი მრავალ საკითხში მჭიდრო თანამშრომლობენ რა, გაეროზეც გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ სამწუხაროდ, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ ხუთ წევრს შორის არცერთი მუსლიმანური ქვეყანა არ არის.  მან ბოლოს, სირიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ასადმა თავის ქვეყანაში სახელმწიფო ტერორი განახორციელა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომავლოდ მისი მეშვეობით იმ ქვეყანაში სტაბილურობა შეუძლებელია.



მსგავსი ინფორმაციები