ერდოღანი ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და იერუსალიმის საკითხი

874646
ერდოღანი ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ერდოღანი დღეს დილით ტელეფონით დაუკავშირდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს და ძირითადად   ორმხრივი ურთიერთობები და იერუსალიმის საკითხი განიხილეს.

მათვე მიიღეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საკითხში, ხოლო ამასთან ერთად კმაყოფილება გამოთქვეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპის მხრიდან იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე გამოტანილი დადგენილების მიმართ.

ერდოღანმა ამასთან ერთად ალიევს დაბადების დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა ქვეყნის განვითარების გზაზე, აღნიშნულია  თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები