ერდოღანი აფრიკის ტურნეს იწყებს

ერდოღანი აფრიკის ტურნეს იწყებს

874227
ერდოღანი აფრიკის ტურნეს იწყებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აფრიკის ტურნეს ფარგლებში 24-25 დეკემბერს სუდანს, 26 დეკემბერს ჩადს, ხოლო 27 დეკემბერს ტუნისს ეწვევა. ერდოღანი ამ ქვეყნებში გამართული შეხვედრების დროს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და განსახორციელებელ ინვესტიციებს დაუთმობს ყურადღებას. იგი ვიზიტის ფარგლებში ასევე ბიზნესფორუმებშიც მიიღებს მონაწილეობას. ერდოღანის აფრიკის ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესცენტრი გავრცელებულ წერილობით განცხადებაში იუწყება: „დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის მქონე ამ ქვეყნებში განსახორციელებელი ვიზიტის დროს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად რეგიონალური და საერთაშირისო საკითხებიც იქნება განხილული.“ ერდოღანის ვიზიტის დროს ასევე ამ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებებსაც მოეწერება ხელი.



მსგავსი ინფორმაციები