ერდოღანი, კალინი, გაერო, იერუსალიმი

ეს ისტორიული გადაწყვეტილება ბედნიერი ყოფილიყოს გლობალური სამართლიანობის და სინდისისთვის

873432
ერდოღანი, კალინი, გაერო, იერუსალიმი

პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, დიდი უმრავლესობით 9-ის წინააღმდეგ 128 ხმით, მიიღო იერუსალიმის რეზოლუცია.

ერდოღანმა „Twitter“-ის მეშვეობით გაიზიარა გაეროს გენერალური ასამბლეის მხრიდან იერუსალიმის რეზოლუციის ცნობა.  აღნიშნა, რომ მიესალმებიან ასამბლეის გენერალური სხდომის გადაწყვეტილებას, რომელმაც დიდი უმრავლესობით უარი თქვა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებაზე. ელიან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ სამწუხარო გადაწყვეტილებიდან, რომლის არა ლეგიტიმურობა ნათლად გამოიკვეთა გაეროს მხრიდან, ხელს აიღებს.

მან მადლობა გადაუხადა როგორც თავისი, ისე თურქი ხალხის სახელით, პალესტინის და იერუსალიმის საქმისთვის მხარდამჭერებს.

ერდოღანმა, იგივე გზავნილი გაავრცელა ინგლისურ და არაბულ ენებზე.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა „Twitter“-ის მეშვეობით აღნიშნა:-„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გაეროს საგანგებო სხდომაზე არ იქნა მიღებული 9-ის წინააღმდეგ 128 ხმით. იერუსალიმის და პალესტინის დავის სახელით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ბედნიერი ყოფილიყოს გლობალური სამართლიანობის და სინდისისთვის.



მსგავსი ინფორმაციები