პრეზიდენტმა მევლანას ხსოვნისადმი მიძღვნილ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

პრეზიდენტი კონიაში მევლანას გარდასახვის 744-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

870552
პრეზიდენტმა მევლანას ხსოვნისადმი მიძღვნილ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი კონიაში მევლანას გარდასახვის (გარდაცვალების)  744-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მევლანას საუკუნეების წინანდელი ერთიანობის, სიყვარულისა და ძმობის ზოგადსაკაცობრიო გზავნილები, ადამიანებს დღესაც გზას უნათებს. მისი თქმით, დღეს არის მცდელობა თურქეთსა და რეგიონში სისხლით, ძალადობით და შუღლით ძალთა ცვლილებისა.

„ზოგიერთი ძალა მუსლიმთა მგრძნობელობას არად აგდებს და ზოგჯერ განზრახ ამ მგრძნობელობის გათელვით შესაძლოა ჩვენს მოთმინებას ცდის, მაგრამ მევლანა ძალზედ ცხადად გვეუბნება, ისინი, ვინც ზეწოლას ახორციელებენ, ძალადობითა და ამბოხით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ, რამდენად დიდი უგუნურებაში არიან.“

პრეზიდენტის თქმით, პრობლემების წინაშე მომთმენ, სწორ გზაზე მდგომ ერთმანეთისთვის ხელის ჩამჭიდე ერს ვერანაირი ძალა მოერევა და დაამატა: „თუ ჩვენ ერთი ვიქნებით და ერთად ვიქნებით, ჩვენს რეგიონში ის შუღლის მარცვლები, რომლის დათესვასაც ცდილობენ, ღმერთის წყალობით ვერ გაიხარებს... მან, სანამ ჩვენს ძმობას ზიანს არ მივაყენებთ, დაჩაგრულს სუფრასთან მივიწვევთ, ვერვინ დაგვაჩოქებს. რელიგიური არეულობით, ეთნიკური წაქეზებით ძველი ერთობის განადგურების მცდელობები, თუ პირადად ჩვენ მტკიცედ ვიქნებით ეფექტური ვერ იქნება.“



მსგავსი ინფორმაციები