ერდოღანი: "40 წლიანი პოლიტიკური გამოცდილებით უსამართლობის წინაშე ბრძოლა ავირჩიე"

ერდოღანი ქარამანში სიტყვით გამოვიდა

870064
ერდოღანი: "40 წლიანი პოლიტიკური გამოცდილებით უსამართლობის წინაშე ბრძოლა ავირჩიე"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს  ქარამანის სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. პრეზიდენტმა ასევე სირიის ქალაქ, რაკის ტერორისტებისგან გათავისუფლებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „რაკაში განხორციელებული თეატრალური სცენა, ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის და  YPG-ს ერთი მედლის ორი მხარეა და მისი უარყოფა შეუძლებელია. სირიაში დეაშის გამყვანი და YPG-ს მხარდამჭერი ერთიდაიგივე მხარეა.“ მან ბოლოს ასევე დასძინა: „თურქეთს ორი გზა აქვს, ან უნდა იბრძოლოს და დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, ან კიდევ ჩაბარდეს. მე კი, 40 წლიანი პოლიტიკური გამოცდილებით უსამართლობის წინაშე ბრძოლა ავირჩიე.“



მსგავსი ინფორმაციები