ქალინმა შეფასება მისცა ითო-ს დეკლარაციას

“იგი არ წარმოადგენს ტრამპის გადაწყვეტილებაზე შურისძიებას“

868816
ქალინმა შეფასება მისცა ითო-ს დეკლარაციას

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT-ს ჟურნალისტს და შეფასება მისცა რა ისლამის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ითო) მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციას, რომელშიც აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, თქვა, რომ ეს დეკლარაცია არ უნდა განიხილებოდეს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საპასუხო შურისძიებად.

მისივე თქმით, ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის გარდა დღემდე მხოლოდ ჩეხიამ დაუჭირა მხარი, როცა ითო-ს 57 წევრი ქვეყნის გარდა მხარს არ უჭერენ ასევე ევროპის, აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა.

“ეს იყო ითო-ის რიგით მე-6 საგანგებო სამიტი და იგი უმოკლეს დროში იქნა ორგანიზებული, რაც უდიდესი მიღწევაა. ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი ერდოღანი აქტიური რომ არ ყოფილიყო, ასეთი სამიტის ასეთ მოკლე დროში ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა და აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარების დეკლარაციაც ვერ მიიღებოდა“, განაცხადა ქალინმა და დაამატა, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რათა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნას და მისი საზღვრები დაკონკრეტდეს



მსგავსი ინფორმაციები