თურქეთის პასუხი ამერიკელ მრჩეველს

თურქეთის პასუხი ამერიკელ მრჩეველს

867697
თურქეთის პასუხი ამერიკელ მრჩეველს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ,  ჰერბერტ რაიმონი მაკმასტერის მხრიდან გუშინ, ვაშინგტონში ერთ-ერთი ანალიტიკურ ცენტრში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს და თურქეთი რადიკალურ იდეოლოგიებს უჭერს მხარს, შესაბამისი პასუხი გასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში წერია: „აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ,  ჰერბერტ რაიმონი მაკმასტერის მხრიდან გუშინ, ვაშინგტონში ერთ-ერთი ანალიტიკურ ცენტრში გაკეთებული განცხადება, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მიმართ არის მიმართული. ჩვენი ქვეყნის მიერ ტერორიზმის და რადიკალური იდეოლოგიის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლა მათ კარგად იციან. ამიტომ,  მაკმასტერის მიერ გაკეთებული განცხადება,   შეუსაბამო და მიუღებელია. მეგობარი და მოკავშირე ამერიკისგან ყველა პლატფორმაზე სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა YPG-სათვის მხარდაჭერისგან  შორს დგომისკენ და მოკავშირეობის ფარგლებში ჩვენზე რადიკალიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ  მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ.“



მსგავსი ინფორმაციები