„ისრაელი ოკუპანტი და ტერორისტული სახელმწიფოა“

„ისრაელი ოკუპანტი და ტერორისტული სახელმწიფოა“

867459
„ისრაელი ოკუპანტი და ტერორისტული სახელმწიფოა“

სტამბოლში, თურქეთის, როგორც როტაციული თავჯდომარის მასპინძლობით ისლამური თანამშრომლობის სამიტი საგანგებოდ შეიკრიბა.  შეკრების მიზეზი კი ამერიკის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხის  განხილვა გახლავთ. სამიტზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი პირველი ყიბლის და ალ აქსას ქალაქის, იერუსალიმის ისტორიული სტატუსის განხილვაა.“ მან სიტყვით გამოსვლისას ისრაელის მხრიდან 1947 წლიდან მოყოლებული  ოკუპაცია რუკებით ახსნა და დაამატა: „ეს იმის მაჩვენებელია, რომ ისრაელი ოკუპანტი ქვეყანაა. ამასთანავე ისრაელი ტერორისტი სახელმწიფოცაა. იერუსალიმში 10 წლის ბავშვებს მათი ტერორისტი სამხედროები აკავებენ, თვალებს უხვევენ და გისოსებში სვამენ. მეორეს მხრივ პატარა გოგონა, რომელიც დედამისს ახლავს, კონდახით სცემენ და დედას ართმევენ. მათი ეს ქმედება ოკუპაცია ან ტერორი არ არის და აბა რა არის? ამას რა სახის განმარტება შეიძლება ჰქონდეს? გაეროს მიერ 1980 წელს იერუსალიმთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ვერცერთი ქვეყანა საელჩოს იერუსალიმში ვერ გადაიტანს. რომის პაპის ჩათვლით დღემდე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან განხორციელებული სატელეფონო და პირისპირი მოლაპარაკებების დროს, ყველა ეწინააღმდეგება ტრამპის გადაწყვეტილებას. ისლამური სამყაროც  აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას მთლიანად უარყოფს. ამერიკის ამ გადაწყვეტილებით ისრაელს ოკუპაციის, არალეგალური მშენებლობების და ტერიტორიების მიტაცების მსგავს უფლებებს აძლევს და  ეს უფლება მათ მხოლოდ ტრამპმა მიანიჭა.“



მსგავსი ინფორმაციები