ერდოღანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება

“აშშ-ს პრეზიდენტს არ აქვს გადაწყვეტილების მარტო მიღების უფლებამოსილება“

865257
ერდოღანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება

პრეზიდენტი ერდოღანი დღეს სიტყვით გამოვიდა ქალაქ სივასში მოწყობილ სამართლისა და განვითარების პარტიის მე-6 კონგრესზე და გამოეხმაურა რა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების თაობაზე, თქვა: "იერუსალიმი ჩვენი თვალის ჩინია, ჩვენ იერუსალიმს ვერ დავუტოვებთ პალესტინელი ბავშვების მკვლელი ისრაელის ნამუსზე, იერუსალიმის დამპყრობი და გამძარცავი ქვეყნის სინდისზე. მოკლედ, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სამართლისა და დემოკრატიის ფარგლებში". 

მისივე თქმით იმ ქვეყნებში, რომლებიც სიტყვით დემოკრატიის შუქურებს წარმოადგენენ, ადამიანის უფლებებიც, დემოკრატიაც და სამართალიც ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. “მათ უნდათ, რომ ეს არ, ან ვერ დავინახოთ და თვალები დავხუჭოთ და ხმა არ ამოვიღოთ მათ უკანონო ქმედებებზე, ე.ი. უნდათ, რომ ჩვენ მაგათი ნება-სურვილების მონა-მორჩილები გავხდეთ, მაგრამ, ამას ვერ მიაღწევენ, ჩვენს სამშობლოს და ხალხს ვერ დააჩოქებენ“ ხაზგასმით განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ იერუსალიმის სტატუსის საკითხში ოთხშაბათს, სტამბოლში მოწვეულ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეკრებაზე, საგზაო რუკას მოამზადებენ.

მისივე თქმით, ისრაელი 1947 წლის აქეთ ეწევა პალესტინის ტერიტორიების ეტაპობრივ ოკუპაციას, ამიტომაც ეს ქვეყანა ოკუპაციურ და ტერორისტულ სახელმწიფოს წარმოადგენს. “1980 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ 478 ნომრიანი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ბათილად სცნობს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას და რომელსაც ხელს აწერს ამერიკაც. ასე რომ, ბატონ ტრამპს არ შეუძლია მარტოდ მარტომ უგულებელჰყოს ეს რეზოლუცია, მას არ აქვს ამის უფლებამოსილება“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები