ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო

სამიტი ორ დღეს გაგრძელდება

861915
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო

დღეს, ბელგიის დედაქალაქ,  ბრიუსელში ორ დღიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო.  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ იმედი გვაქვს,  რომ ნატო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ  დონეს მივაღწევთ.“ ბრიუსელში დაწყებულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე 2018 წელის ივლისში გასამართი სამიტის დღის წესრიგი იქნება განხილული. დღევანდელ სხდომაზე  კი ნატო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული. სამიტის დაწყებამდე კი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა რა,  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ,  ნატოს გენერალურმა მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართა შეხვედრა. ჩავუშოღლუ ასევე ნორვეგიის, რუმინეთის, პოლონეთის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც გამართავს შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები