თურქეთმა ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთმა ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღო

860377
თურქეთმა  ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთმა, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღო. ანკარამ ვიზალიბერალიზაციისათვის განსახორციელებელი შვიდი კრიტერიუმის პროგრამა შეიმუშავა. საკითხთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯები საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩაუშოღლუს თანათავჯდომარეობით   სახელმწიფო მინისტრ ევროინტეგრაციის საკითხებში, ომერ ჩელიქთან, იუსტიციის მინისტრ, აბდულჰამით გულთან და შინაგან საქმეთა მინისტრ, სულეიმან სოილუსთან ერთად შეიმუშავეს. მინისტრებმა ევროკავშირისთვის წარსადგენ დოკუმენტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული დოკუმენტი მალე პრეზიდენტ, ერდოღანს წარედგინება. ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში ცვლილებების შეტანას მოიცავს. სხვა კრიტერიუმებიდან ზოგიერთი კი ბიომეტრიულ პასპორტებს, ევროკავშირის პოლიციის სამმართველოსთან თანამშრომლობს და სხვა საკითხებს მოიცავს. იმ შემთხვევაში თუ ერდოღანი ოთხი მინისტრის მიერ მომზადებულ პროექტს დაამტკიცებს, მევლუთ ჩავუშოღლუ 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე  წარადგენს.



მსგავსი ინფორმაციები