„DEAŞ-სა და YPG-ს შორის არანაირი განსხვავება არ არის“

„DEAŞ-სა და YPG-ს შორის არანაირი განსხვავება არ არის“

860345
„DEAŞ-სა და YPG-ს შორის არანაირი განსხვავება არ არის“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია დეაში რაცაა, პკკ-ს სირიის ფრთა YPG-ც იგივეა. მან ამის შესახებ, აღრის  პროვინციაში სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 81 პროვინციიდან, 780 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობის ერთ გოჯ მიწასაც კი არავის დაუთმობენ.  ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე დასძინა, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს სირიის ფრთა PYD/YPG ქურთების სასარგებლოდ არაფერს აკეთებს. „სირიაში ეს ტერ ორგანიზაციები ქურთი ხალხის უფლებებს სულაც არ იცავენ,  წლების მანძილზე მათ, იქ პირადობის მოწმობებიც კი არ ჰქონდათ. დღეს სირიაში დეაში რაცაა, იგივეა YPG-ც. დეაშს იარაღს ვინც აწვდიდა, YPG-საც ის აწვდის,“ განაცხადა მან. პრეზიდენტმა ბოლოს აშშ-ში მიმდინარე ემბარგოს შესახებ სასამართლო პროცესიც შეაფასა და განაცხადა: „ის რასაც ჩვენს ქვეყანაში ვერ მიაღწიეს, ათასობით კილომეტრის მოშორებით იმავეს ცდილობენ. ჩემ ხალხმა ინდა იცოდეს, რომ თავდასხმებით და  ცილისწამებით, მოსახლეობაში განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობენ, მაგრამ როგორც  არ უნდა იმოქმედონ, ისინი წარმატებას მაინც ვერ მიაღწევენ.“



მსგავსი ინფორმაციები