თურქეთმა აშშ-ს პოზიცია გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების PYD/YPG-ს საკითხზე პოზიცია გააკრიტიკა

859159
თურქეთმა აშშ-ს პოზიცია გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების PYD/YPG-ს საკითხზე პოზიცია გააკრიტიკა.

სამინისტროში გაკეთებული განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ჰარმონიულად არ მოქმედებს, წინა ხელისუფლების პერიოდშიც დაპირებები იყო, თუმცა ტექნიკურ დონეზე ეს დანაპირები არ შესრულდა, ამასთანავე (PYD/YPG-სთან) დროებითი თანამშრომლობის საკითხზე გაცემულმა პასუხმა ისინი არ დააკმაყოფილა, PYD/YPG-სთან ერთ საათიანი თანამშრომლობაც კი უაღრესად საზიანოა და ამ საკითხზე ამერიკელი უფლებამოსილები გააფრთხილეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „PYD/YPG-სთვის მიცემული იარაღის საკითხზე ინფორმაციის გაცვლა ხდება, თუმცა ეს უფრო ზუსტი გაცვლა უნდა იყოს. მეგალითად, ამ იარაღით დახმარების ჩვენთვის სფრთხის სახით მობრუნება. ამ დროებითი პარტნიორობის დასრულების საკითხზე ჩვენთვის ზუსტი თარიღი არ მოუციათ. აშშ აცხადებს, რომ რეგიონში შესული ტრაილერების შეზღუდული რაოდენობა PYD/YPG-სთან მიდის, მნიშვნელოვანი ნაწილი კი იქ მყოფი ამერიკული შენაერთების საჭიროებისათვის მიდის.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთში გასამართი ეროვნული დიალოგის კონფერენციის გამართვის თარიღი ჯერ-ჯერობით არ დაზუსტებულა, სირიელი ქურთების ლეგიტიმური მოთხოვნების გამომხატველთა ამ კონგრესში მონაწილეობის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ YPG/PYD-სთან კავშირის მქონე ტერორგანიზაციები მონაწილეობას არ მიიღებენ.

აქვე ასევე ნათქვამია:“ „სირიაში ქურთები, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ, თუმცა ტერორგანიზაციები არ უნდა იყვნენ. ახალ სირიაში რეჟიმის კვალი არ უნდა იყოს.“  


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #პოზიცია , #კრიტიკა

მსგავსი ინფორმაციები