თურქი პრემიერის ვიზიტი ინგლისში გრძელდება

“თურქმა ჯარებმა ლიკვიდირება გაუკეთეს 3600 დეაშელს“

856698
თურქი პრემიერის ვიზიტი ინგლისში გრძელდება

ინგლისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის (IISS) მიერ ორგანიზებულ პანელზე სახელწოდებით: "თურქეთის ახლო აღმოსავლეთის პერსპექტივა, არსებობს თუ არა შუქი გვირაბის ბოლოს?" და თქვა, რომ მარტო თურქმა ჯარებმა სირიაში დღემდე ლიკვიდირება გაუკეთეს მთლიანობაში 3600 DEAŞ-ის წევრს.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება გულზე ხელდაკრეფილი ზის და არაფერს აკეთებს სირიაში მიმდინარე 7 წლიანი სამოქალაქო ომის შეჩერებისთვის და ერთადერთი სახელმწიფო თურქეთია, რომლის მიმართ სირიელებს არ აქვთ იმედი დაკარგული, რადგან, უკვე წლებია რაც 3.5 მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილს იფარავს, როცა თვით სირიაში მებრძოლი ქურთული და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები თავიანთ კონტროლ ქვეშ არსებული ტერიტორიების გაფართოებაზე ფიქრობენ, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას თავს ისე აჩვენებენ, თითქოს და დაეშს ებრძვიან.

იგი შეეხო ასტანის სამშვიდობო პროცესსაც და თქვა, რომ სამი გარანტიორი ქვეყნის, რუსეთის, თურქეთის და ირანის დიდი ძალისხმევის შედეგად ძალადობის შეჩერების მხრივ საგრძნობი ნაბიჯები გადაიდგა, რაც შესაძლებელი გახდა დეესკალაციის ზონების შექმნით.

“ასტანის პროცესი ჟენევის ალტერნატიულს არ წარმოადგენს, პირიქით, ჟენევაში სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სირიაში მცხოვრები ყველა ეთნიკური თუ რელიგიური დაჯგუფებების წარმომადგენლობითი შეკრებისათვის და ქვეყნის მუდმივი სტაბილურობისათვის წინა სამზადისის პროცესია“, აღნიშნა ილდირიმმა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ  DEAŞ-ის საბოლოო განადგურებისათვის და ამ მიზნით პარტნიორმა ქვეყნებმა კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ.

“ჩვენმა ჯარებმა 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტამდე ევფრატის ფარის სახელწოდების სამხედრო ოპერაცია განახორციელა ჩრდილოეთ სირიაში განლაგებული დეაშელების წინააღმდეგ და 3600 მათგანი გაანადგურა, თურქეთის ტერიტორიაზე არ შემოვუშვით და სირიაში არ გავატარეთ მსოფლიოს 54 ქვეყნის 50 ათასამდე ბოევიკი, ხოლო მათგან 3 ათასამდე უცხოელი ბოევიკი კი დავაპატიმრეთ“, განაცხადა თურქმა პრემიერმა და დაამატა, რომ მოკავშირე და პარტნიორ ამერიკისგან სირიაში მებრძოლი ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD/YPG-სადმი სამხედრო დახმარებების შეჩერებას მოითხოვენ



მსგავსი ინფორმაციები