თურქეთი სამამულო საბრძოლო თვითმფრინავის პროექტის დასრულებას 2023 წლისათვის გეგმავს

თურქეთი სამამულო საბრძოლო თვითმფრინავის პროექტის დასრულებას 2023 წლისათვის გეგმავს

856455
თურქეთი სამამულო  საბრძოლო თვითმფრინავის პროექტის დასრულებას 2023 წლისათვის გეგმავს

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეთთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ  სამამულო  საბრძოლო „TF-X“ სახელწოდების თვითმფრინავის პროექტის დასრულებას 2023 წლისათვის გეგმავენ. ჯანიქლიმ  ამის შესახებ ლონდონში ჟურნალისტებთან გაკეთებულ ინტერვიუს დროს განაცხადა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის დამზადება ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს რა, პროექტში მრავალი ქვეყნიდან შესაბამის დახმარებას მიიღებენ,  მათ შორის ინგლისიდანაც.  თურქმა მინისტრმა S-400 საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სისტემის პირველი ეტაპი თურქეთში 2019 წელს იქნება ჩამოტანილი. „როგორც ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, არანაირი პრობლემა არ არის. მისი გამოყენების კონტროლი ჩვენს ხელში უნდა იყოს. ამ სისტემას ასევე მტრის და მეგობრის აღქმაც  უნდა შეეძლოს, ამიტომ ნატოსთან დაკავშირებით არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.   იგი ნატოსთან ინტეგრირებული არ არის, მაგრამ საფრთხესაც არ ქმნის,“ განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

 



მსგავსი ინფორმაციები