პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა კატარის ემირს და ბულგარეთის პრემიერს

პრეზიდენტი, რეჯებ თაიპ ერდოღანი, ტელეფონით ესაუბრა კატარის ემირს შეიხ ტემიმ ბინ ჰამედ ალ სანისა და ბულგარეთის პრემიერს ბოიკო ბორისოვს

855597
პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა კატარის ემირს და ბულგარეთის პრემიერს

პრეზიდენტი, რეჯებ თაიპ ერდოღანი, ტელეფონით ესაუბრა კატარის ემირს შეიხ ტემიმ ბინ ჰამედ ალ სანისა და ბულგარეთის პრემიერს ბოიკო ბორისოვს.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, კატარის ემირ შეიხ ტემიმ ბინ ჰამედთან გამართული საუბრის დროს განხილული იქნა ორმხრივი საკითხები, გასულ კვირაში სოჭში გამართული სამიტის ფარგლებში სირიაში განვითარებული მოვლენების თაოსნობით რეგიონალური თემები.

ამავე წყაროს ცნობით, ბულგარეთის პრემიერმინისტრ ბოიკო ბორისოვთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს კი ორმხრივი ურთიერთობების, ბულგარეთის ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობისა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების თემები განიხილეს.

ლიდერები, სტამბოლში, ბალათაში მდებარე წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიის 2018 წლის 7 იანვარს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის საკითხზე შეთანხმდნენ.  


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ბულგარეთი , #კატარი

მსგავსი ინფორმაციები