გარანტორმა ქვეყნებმა სირიის ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილეს ყურადღება

გარანტორმა ქვეყნებმა სირიის ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილეს ყურადღება

853187
გარანტორმა ქვეყნებმა სირიის ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილეს ყურადღება

თურქეთის, რუსეთის და ირანის ლიდერების მონაწილეობით რუსეთის ქალაქ, სოჭში გუშინ გამართულ  სამთა სამიტზე გარანტორმა ქვეყნებმა გავრცელებულ ერთობლივ მესიჯში სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილეს ყურადღება.  ერთობლივ მესიჯში ასევე გარანტორმა ქვეყნებმა ძალადობის შემცირების შენარჩუნების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. გარანტორმა ქვეყნებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ძალადობის შემცირება მნიშვნელოვანწილად მიღწეული იქნა და ამის შემდეგ საჭიროა, კრიზისის უსაფრთხო პოლიტიკური გზით მოგვარება, ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელება, პატიმრების გათავისუფლება, გარდაცვლილების ოჯახის წევრებზე გადაცემა და გაუჩინარებული ადამიანების ვინაობის დადგენის საკითხების დროულად მოგვარება.  სამთა სამიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებაში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ბეშარ ასადის რეჟიმსა და ოპოზიციონერებს შორის დასაწყებ, ეროვნული დიალოგის კონგრესის მხარდაჭერაც გაგრძელდება. ერთობლივ განცხადებაში ასევე, თურქეთის სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-ს საკითხიც იქნა განხილული, რის საფუძველზეც კონგრესზე მისაწვევი ოპოზიციური დაჯგუფებების ვინაობა სამი ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა იქნას მიწვეული. ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ტერ ორგანიზაცია, PKK/PYD ოპოზიციის სახით მიიღებს კონგრესზე მონაწილეობას მაშინ, ანკარა ამ პროცესში არ ჩაერთვება. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ რეჟიმის და ოპოზიციონერების მხრიდან გამართულ კონგრესზე თუ გარანტორი ქვეყნების   ურთიერთგაგებისა  მგრძნობიარობა გათვალისწინებული იქნება, ეს პროცესის ჯანსაღად წარმართვას უფრო შეუწყობს ხელს.



მსგავსი ინფორმაციები