პრეზიდენტ ერდოღანისა და მისი ირანელი კოლეგის, ჰასან როჰანის, ქალაქ სოჭში შეხვედრა დასრულდა

რუსეთის მასპინძლობით სირიის საკითხზე ანკარა, მოსკოვი და თეირანი მოლაპარაკებას მართავს

852911
პრეზიდენტ ერდოღანისა და მისი ირანელი კოლეგის, ჰასან როჰანის, ქალაქ სოჭში შეხვედრა დასრულდა

რუსეთის მასპინძლობით სირიის საკითხზე ანკარა, მოსკოვი და თეირანი მოლაპარაკებას მართავს.

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანისა და მისი ირანელი კოლეგის, ჰასან როჰანის, ქალაქ სოჭში შეხვედრა დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ორი ლიდერი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ ვლადიმერ პუტინთან გამართავს სამმხრივ სამიტს.

სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია ჩატარდება.

პრეზიდენტი ერდოღანი, რუსეთის სახელწმიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი საღამო ერთმანეთს ვახშამზე შეხვდებიან.

სამიტზე სირიაში არსებული ვითარების პოლიტიკური მოგვარების უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები, ძალადობის შესამცირებლად გასატარებელი ზომები, ტერორგანიზაციებთან ბრძოლის და ჰუმანიტრაული დახმარების რეგიონში შეტანის მსგავს საკითხებს განიხილავენ.

სოჭში ლიდერების სამიტზე სამი ქვეყნის გაერთიანებული შტაბების მეთაურების შეკრება გაიმართა.

გაერთიანებული შტაბის მეთაური არმიის გენერალი ჰულუსი აქარი რუსეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვთან პირისპირი შეხვედრა ჩაატარა.

აქარი ირანელ კოლეგას მუჰამედ ბაგერისაც შეხვდა.

შეხვედრებზე სირიაში არსებული უსაფრთხოების პრობლემები, ტერორგანიზაციებთან ბრძოლაში თანამშრომლობისა და სირიაში დეესკალაციის ზონების საკითხები განიხილეს.  



მსგავსი ინფორმაციები